CNP ტუმბოები საქართველოში

პროდუქციის სრული სპექტრი და საგარანტიო სერვისი

ჩვენ შესახებ

CNP-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში CNP-ის ოფიციალური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს ბრენდის სრული პორტფელით ქართულ ბაზარზე ყოფნას — როგორც პროდუქციის მიწოდებით, ასევე საინჟინრო მხარდაჭერით. ჩვენი მისიაა ადგილობრივ მომხმარებლებს შევთავაზოთ ოპტიმალური სატუმბი გადაწყვეტილებები „სრული ციკლით“, რაც მოიცავს : სწორ შერჩევას, დროულ მიტანა–მონტაჟს, ექსპლუატაციაში გაშვებასა და უწყვეტ სერვისს. 

 

 რა გვანსხვავებს: 

  • ლოკალური საწყობი და ლოჯისტიკა — მოთხოვნადი სერიების ხელმისაწვდომობა და სწრაფი მიწოდება საქართველოს მასშტაბით. 
  • სერტიფიცირებული ინჟინრები — შერჩევის პროგრამებითა და ჰიდრავლიკური გამოთვლებით დახმარება, პროექტირების გუნდებთან პირდაპირი კომუნიკაცია. 
  • თანამშრომლობის გამჭვირვალე პირობები — ოფიციალური გარანტიები, მწარმოებლის დოკუმენტაცია, შესაბამისობის სერტიფიკატები. 
  • მრავალენოვანი მხარდაჭერა — ქართული/ინგლისური/რუსული კომუნიკაცია, ტექნიკური სახელმძღვანელოებისა და სქემების ადგილობრივი ადაპტაცია. 

ჩვენ ვთანამშრომლობთ დეველოპერულ და  სამონტაჟო კომპანიებთან, პროექტირებაზე პასუხისმგებელ ინჟინრებთან, მუნიციპალურ და სამრეწველო მომხმარებლებთან. მიზანია — CNP-ის ხარისხი მივიდეს თითოეულ ობიექტამდე საიმედო ექპლუატაციისთვის ოპტიმალური კონფიგურაციით.

Pumps for wide range applications

წყლის ტუმბოები

გაყიდვების დეპარტამენტი

სატუმბი მოწყობილობების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში

კომპანიის პროდუქტები მოიცავს მრავალსაფეხურიან, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ,  საცირკულაციო-საინჟინრო და  სანიაღვრე/კანალიზაციის ტუმბოებს, ასევე, სრულად შედგენილ ბუსტერულ სადგურებს წყალმომარაგებისა და ხანძარქრობისათვის. 

 

     უპირატესობები:

  • ენერგოეფექტურობა და საიმედოობა — მაღალი მქკ, დაბალი ხმაურისა და ვიბრაციის დონე, ხანგრძლივი რესურსი. 
  • გამოყენებული მასალების მრავალფეროვნება — უჟანგავი ფოლადი და სხვა კოროზიაგამძლე მასალები, რომლებიც შეირჩევა გადასატუმბი სითხისა და გარემოს მიხედვით. 
  • სრული ასორტიმენტი — საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო ობიექტებისთვის; წყალმომარაგება, ცირკულაცია, ფილტრაცია, გაზომვა/დოზირება და ამოტუმბვა.
  • ინტეგრირებული მართვა — სიხშირის რეგულატორები (VFD), წნევის სენსორები და ავტომატიზაციის მოდულები სტაბილური მუშაობისთვის. 

CNP - საიმედო ტუმბოები წამყვანი მწარმოებლისგან

0

წელი

ტუმბოების ინდუსტრიაში

პატენტი
0
ტუმბო წელიწადში
0 k
საწარმო
0
CNP მსოფლიოში აღიარებული ტუმბოების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 30 წელზე მეტია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტურ და საიმედო გადაწყვეტილებებს.
© 2026 ყველა უფლება დაცულია