ხშირად დასმული კითხვები

BEP (Best Efficiency Point)ესაა ტუმბოს მუშაობის წერტილი, სადაც მიღწეულია მაქსიმალური ეფექტურობა (მქკ) და მინიმუმამდეა დაყვანილი მექანიკური/ჰიდრავლიკური დატვირთვები (რადიალური ძალები, ვიბრაცია, ხახუნი, გახურება, სხვა დანაკარგები). BEP-სთან ახლოს მუშაობა ზრდის რესურსს, ამცირებს ენერგომოხმარებას და კავიტაციის რისკს. შერჩევისას მიზანია სისტემის ნორმალური რეჟიმი მოვაქცოთ BEP-ის ახლო ზონაში, რათა მიიღოთ სტაბილური, ჩუმი და ეკონომიური ექსპლუატაცია. 

NPSH მიუთითებს, აქვს თუ არა სისტემას საკმარისი შემწოვი უნარი, რომ სითხე არ ადუღდეს ტუმბოში. კავიტაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სწორი მილის დიამეტრი/სიგრძე, შეწოვის ხაზზე დანაკარგების შემცირება, ჰაერის ჯიბეების მოცილება და წინასწარი ფილტრაცია. 

EPDMკარგია სასმელ წყალზე და ტემპერატურის ზომიერ დიაპაზონზე; NBRუკეთ მუშაობს ზეთიან/ჰიდროკარბონატიან ითხეებზე; FKM (Viton®)გამძლეა მაღალ ტემპერატურასა და ქიმიურად აგრესიულ გარემოში. მასალის არჩევა ხდება სითხის ქიმიისა და ტემპერატურის მიხედვით. 

AISI 304 საკმარისია სტანდარტულ ონკანის წყალში; AISI 316 აუცილებელია ქლორიდებით გამდიდრებულ, მარილიან ან მეტად კოროზიულ წყლებში, ასევე მარილიან ზღვის წყლის პირობებში. სწორი მასალა იცავს კოროზიისგან და ახანგრძლივებს ტუმბოს სამუშაო რესურსს. 

საბაზისო ვიბრაციის დონის დაფიქსირება საშუალებას გაძლევთ ადრეულად შეამჩნიოთ შემჭიდროვების, საკისრების ან ღერძის პრობლემები. რეგულარული მონიტორინგი ზრდის საიმედოობას და ამცირებს დაუგეგმავ გაჩერებებს. 

არაორიგინალმა ნაწილებმა შეიძლება შეცვალონ ჰიდრავლიკური პროფილი, გააუარესონ ბალანსი და შეამცირონ რესურსი; ასევე შესაძლებელია გარანტიის გაუქმება. ორიგინალი უზრუნველყოფს ტოლერანსების შესაბამისობას, ბალანსს და უსაფრთხოების სტანდარტებს. 

სასმელ წყალსა და სუფთა ტექნიკურ წყალზე პირატესობა ენიჭება ღერძის მექანიკურ შემჭიდროვებასნაკლები გაჟონვა, უფრო მაღალი ჰიგიენა და ნაკლები მოვლა. პაკინგი შეიძლება იყოს ეკონომიური, მაგრამ საჭიროებს ხშირ ჩარევას და ზრდის ხახუნს. 

იზრდება ტემპერატურა, ჩნდება კავიტაცია, ზიანდება იმპელერი/ღერძის შემჭიდროვება. საჭიროა ბაიპასი, კონტროლი ან ავტომატური დაცვები, რათა ტუმბო არ დარჩესმშრალადან ნულოვან დებიტზე.

გამოიყენეთ ნელჩამკეტი უკუდარტყმის სარქველები, საფართოვებელი ავზი/აკუმულატორი, VFD-ის მდორე გაშვება/შეჩერება და მილსადენის სწორი ფიქსაცია. ეს ამცირებს წნევის პიკებს და იცავს არმატურას. 

გრძელ კაბელებზე და სენსიტიურ ობიექტებში რეკომენდებულია DC რეაქტორები და EMC ფილტრები, რათა შემცირდეს ჰარმონიკული დარღვევები, გათბობა და ზეგავლენა. არჩევანი ხდება კაბელის სიგრძითა და ობიექტის სტანდარტები შესაბამისად

მექანიკური ნაწილაკები აჩქარებს იმპელერისა და შემჭიდროვების ცვეთას. წინასწარი ფილტრაცია და წყლის ქიმიის კონტროლი (სიხისტე, pH, ქლორიდები) პირდაპირ ზრდის ტუმბოსა და არმატურის სიცოცხლის ციკლს. 

ინტერვალები ეფუძნება სამუშაო საათებს, დატვირთვას, გარემო ტემპერატურასა და წყლის ხარისხს. შესაბამისად დგება გეგმიური პროფილაქტიკის გრაფიკი (შემჭიდროვების შემოწმება, საკისრები, ანკერები, ელექტრო კავშირები, ვიბრაცია), ხოლო სერვისის შემდეგ ივსება სერვის-ჟურნალი. 

CNP მსოფლიოში აღიარებული ტუმბოების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 30 წელზე მეტია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტურ და საიმედო გადაწყვეტილებებს.
© 2026 ყველა უფლება დაცულია