NIS სერიის ტუმბოები
კონსოლური/კონსოლურ-მონობლოკური ერთსაფეხურიანი ტუმბოები ჰორიზონტალური ლილვით.
ტუმბოს გამტარი ნაწილი შემუშავებულია თანამედროვე ჰიდროდინამიკური მოდელირების ტექნოლოგიების (CFD) და ძალის ანალიზის (FEM) მეთოდების გამოყენებით.
ტუმბოს აგრეგატები შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან – გამტარი ნაწილისა და ელექტროძრავისგან და მონტაჟდება საერთო ჩარჩო-ფუძეზე.
გამონადენის მილაკი – რადიალურია, ხოლო შეწოვის მილაკი – ღერძული.
ტექნოლოგიური კონსტრუქციის წყალობით, შესაძლებელია ლილვის, შემჭიდროვების ერთეულის, სამუშაო ბორბლისა და საკისრის ერთეულის დემონტაჟი ტუმბოს ძირითადი კორპუსის ტუმბოს სისტემიდან გათიშვის გარეშე.
NIS/NISF სერიის ტუმბოები არის მონობლოკური…

NIS/NISF სერიის ტუმბოები არის მონობლოკური ტიპის: ლილვები ერთმანეთს უერთდებიან შპონკიანი შეერთებით, სადაც ტუმბოს ლილვი კონცენტრულად ჯდება ელექტროძრავის ლილვზე.
NISO სერიის ტუმბოებში ლილვების შეერთება ხორციელდება ელასტიური კუპლერის მეშვეობით, რომელიც დაცულია უსაფრთხოების დამცავი საფარით.
ტუმბოს გამტარი ნაწილი დაპროექტებულია CFD მოდელირებით.
სამუშაო ბორბლები აღჭურვილია სპეციალური შესასვლელი ხვრელებით, რომლებიც ააქტიურებენ ჰიდრავლიკურ განტვირთვას ღერძული ძალებისგან – რაც ზრდის ტუმბოს საკისრების სიცოცხლის ციკლს.
გამტარ ნაწილში გამოიყენება ტორაციული შემჭიდროვების სისტემა.
სამუშაო ბორბლებს ასევე აქვთ გადიდებული შესასვლელი დიამეტრი, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ მინიმალური NPSHR მნიშვნელობები.
საკისრები მოთავსებულია ერთიან კორპუსში, რაც უზრუნველყოფს ზუსტ ცენტრირებას, რადიალური ვიბრაციის არარსებობას და მბრუნავი ნაწილების სიმყარეს.
საკისრები – ბურთული, კონსისტენტური წასმით.
ტუმბოს დიზაინში გამოიყენება მხოლოდ 4 სხვადასხვა ტიპის საკისარი, რაც ამცირებს ტექნიკური მომსახურების სირთულეს და ხარჯს.
გაბარიტული და შეერთების ზომები შეესაბამება ISO 2858 štანდარტს.
ფლანგები ➀ შეიძლება დამზადდეს როგორც ჩუღანისგან (ISO 7005-1), ასევე უჟანგავი ფოლადისგან (ISO 7005-2).
CFD ჰიდრავლიკა; ISO 2858; ფლანგები ISO7005; მექანიკური დალუქვა; საკისრები ბურთულოვანი.
წყალმომარაგება და წყლის მომზადება
კონდიცირების სისტემები
გაგრილების და ცირკულაციის სისტემები
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები
სარწყავი სისტემები
ტექნოლოგიური პროცესების სისტემები
IEC ძრავა: B35 (NIS/NISF), B3 (NISO).